დღეს, 11 მარტს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დათო ტურაშვილის პიესის - "დოდოს მოლოდინში" საჯარო კითხვა-დისკუსია გაიმართება.
პიესა ქალთა მიმართ ძალადობის თემაზეა შექმნილი. დებატებში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები გენდერის საკითხებში - თამარ საბედაშვილი და თათა ცოფურიშვილი.
გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორ ორგანიზაციებთან, მათ შორის თსუ-სთან ერთად გენდერული კვირეულისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს გეგმავს.
დათო ტურაშვილის პიესის საჯარო განხილვა-დისკუსია გაერო-ს ერთობლივი პროგრამა "გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში" ფარგლებში გაიმართება.