აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერ სერგეი ბაღაფშის განცხადებით, "მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკებები კი არ უნდა აწარმოო, განაჩენი უნდა გამოუტანო იმისთვის, რაც მან ოსებს, აფხაზებსა და ქართველებს გაუკეთა". ამის შესახებ ბაღაფშმა მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, მსოფლიოში არ არსებობენ ცუდი ერები, არამედ არსებობენ ცუდი პოლიტიკოსები, რომლებიც "საკუთარ ხალხს იმ მდგომარეობაში აყენებენ, როგორშიც ქართველები არიან".
"არასდრო გვითქვამს რაიმე საწინააღმდეგო ქართველი ხალხისა. საქართველოსთან ურთიერთობას რაც შეეხება, არ შემიძლია არ დავეთანხმო დიმიტრი მედვედევს - ჩვენ არ გვექნება არანაირი ურთიერთობა საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან, რომელსაც ხელები სისხლში აქვს გასვრილი", - განმარტა ბაღაფშმა.
ბაღაფში: სააკაშვილს განაჩენი უნდა გამოუტანო იმისთვის, რაც მან ოსებს, აფხაზებსა და ქართველებს გაუკეთა
თბილისი.17.02.10."ჯი-ეიჩ-ენი". აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერ სერგეი ბაღაფშის განცხადებით, "მიხეილ სააკაშვილთან მოლაპარაკებები კი არ უნდა აწარმოო, განაჩენი უნდა გამოუტანო იმისთვის, რაც მან ოსებს, აფხაზებსა და ქართველებს გაუკეთა". ამის შესახებ ბაღაფშმა მოსკოვში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.