დღეს, 7 მარტს აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე რომან ბოლქვაძე და მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების საავადმყოფოებს ეწვევიან და ადგილზე გაეცნობიან მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდების საკითხებს.
მაღალმთიან აჭარაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს კიდევ ერთხელ გააცნობენ სამონისტროს 2013 წლის მიზნობრივ პროგრამებს და მათ შორის „მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში სამედიცინო პერსონალის მატერიალური წახალისების პროგრამას", რომელიც დაბალანაზღაურებადი ექიმებისთვის, არსებულ ხელფასზე 300 ლარის, ხოლო ზოგიერთი სპეციალობის(საოპერაციო მედდა, მედდა, ანესტეზიოლოგი)ექთნისთვის 120 ლარის დამატებას ითვალისწინებს.
პროგრამაში მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სამედიცინო პერსონალის ჩართვა უნდა განხორციელდეს მუნიციპალიტეტების გამგებლების დასაბუთებული წრილობითი მომართვის საფუძველზე.