დღეს დილიდან ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში ხორცით მოვაჭრეები გაიფიცნენ. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მათ საქონელი უნდა დაკლან სპეციალურ სასაკლაოზე და მხოლოდ ამის შემდეგ აქვთ ხორცის ბაზარში შეტანის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებიან.
მოვაჭრეები აცხადებენ, რომ მათ სხვადასხვა სოფლებიდან ჩამოჰყავთ საქონელი და ტრანსპორტირება ძვირი უჯდებათ. სასაკლაოზე საქონლის დაკვლა კი ხარჯებს 50% გააძვირებს და ხორცის ფასიც შესაბამისად გაძვირდება.
მოვაჭრეები საქონლის დაკვლას ისევ ძველი წესით ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებენ.