სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერ სერგეი ბაღაფშის განცხადებით, სოხუმი ქართველი დევნილების უკან დაბრუნებას არ აპირებს.
როგორც ბაღაფშმა მოსკოვში, რუსეთის საგარეო უწყების საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, 90-იანი წლების ომის შემდეგ დევნილების ნაწილი დაბრუნდა გალში, თუმცა დანარჩენი დევნილების დაბრუნება "პრობლემატურია".
"არ წავალთ ამ ვარიანტზე, რათა ხვალ ისევ არ დაიწყოს ომი. ეს უკვე გავიარეთ, როცა ჩვენსავე ქვეყანაში 17% ვიყავით, რის გამოც ჩვენი განადგურება უნდოდათ", - განაცხადა ბაღაფშმა.
მან თბილისთან ურთიერთობებზედაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთი არ აპირებს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს.
"თუმცა აფხაზებსა და ქართველებს შორის "ჩინეთის კედელს" არავინ ააშენებს", - დასძინა მან.