რუსეთსა და აფხაზეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა და აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დღეს მოაწერეს.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური თბილისი აღნიშნულს საერთაშორისო ნორმების დარღვევად აფასებს და იმედი აქვს, რომ მას საერთაშორისო საავიაციო სააგენტოც არალეგიტიმურად ცნობს.
"ამის შესახებ IKAO საქმის კურსში ჯერ კიდევ იქამდე ჩავაყენეთ, ვიდრე რუსეთი და აფხაზეთი საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხს იდეის დონეზე განიხილავდნენ. დარწმუნებული ვარ, საერთაშორისო საავიაციო სააგენტო ამას არალეგიტიმურად ცნობს და ორივე მხარეს ფრენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს", - განუცხადა აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ.