დღეს,5 მარტს, 14:00 საათზე, ქართველ პატრიოტთა არასამთავრობო ორგანიზაცია "ეროვნული ფრონტი" ქალაქ ყვარელში აწყობს საპროტესტო აქცია-მსვლელობას ყვარლის მოსახლეობისთვის ჩამორთმეული საძოვრების დაბრუნების მოთხოვნით.
როგორც აცქიის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ევგენი მიქელაძემ "ჯი-ეიჩ-ენს განუცხადა, აქცია ილია ჭავჭავაძის მუზეუმთან,შემდეგ მსვლელობა ჩაივლის გამგეობის შენობასთან და დასრულდება უკანონოდ გაყიდულ და შეღობილ ტერიტორიებთან.
"აქციის მოთხოვნებია: პირველი - გადაიხედოს ყველა იმ აუქციონის შედეგი, რომელშიც არ იქნა გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი და საჭიროება. ბათილად და უკანონოდ გამოცხადდეს ყველა ის აუქციონი, რომელზეც ადგილობრივი მოსახლეობის დაუკითხავად გაიყიდა საძოვრები და სასოფლო-სამეურნეო მიწები. მეორე - ყველა ის საძოვარი და სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის დაუკითხავად იქნა გაყიდული და წარმოადგენს ამა თუ იმ სოფლის და დასახლების საჭიროებას, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს და გადაეცეს მათ კანონიერ მესაკუთრეს - ადგილობრივ მცხოვრებთ", - განაცხადა მიქელაძემ.