სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი ხათუნა კალმახელიძე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა საშემოდგომო სესიაზე მიღებული კანონების იმპლემენტაცია, კერძოდ კი, პირობით ვადამდე გათავისუფლების ახალი წესი და პატიმრობის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეცვლა იყო.
კალმახელიძემ არსენიშვილს გააცნო გეგმა, როგორ აპირებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო პატიმრობის კოდექსის იმპლემენტაციას.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მინისტრს პარლამენტში შესულ მოქალაქეთა განცხადებების შინაარსი გააცნო. მათ ერთობლივი რეაგირებისთვის საჭირო საერთო გეგმები განიხილეს.