მანანა არჩვაძე-გამსახურდიას, ზვიად გამსახურდიას საფლავის ამოთხრის უფლებას სამართალდამცავები არ აძლევენ. მთაწმინდის პანთეონში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც გამსახურდიას საფლავთან სამართალდამცავები გამოჩნდნენ.
სიტყვიერი გაფრთხილების უყურადღებოდ დატოვების შემდეგ, სამართალდამცავებმა გამსახურდიას ქვრივის მომხრეებს ამოთხრისთვის საჭირო ინსტრუმენტები წაართვეს.
მანანა არჩვაძე-გამსახურდია სამართალდამცავებსა და ჟურნალისტებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ სასაფლაო და მის მომხრეებს მუშაობის საშუალება მისცენ.