კახეთში ზარალის დამთვლელი კომისიის მუშაობა გააპროტესტეს. გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბნის 100-მდე ადგილობრივმა საპროტესტო აქცია სოფლის გამგეობის წინ გამართა. აქციის მონაწილეთა ერთი ნაწილი აცხადებს,რომ ისინი სიებში არ შეიყვანეს და შესაბამისად, არც კომპენსაცია მიუღიათ. ნაწილი კი ირწმუნება, რომ კომისიის წევრებმა ზარალის ზუსტი ოდენობის დასახელების უფლება არ მისცეს.
ადგილობრივები ზარალის ხელახალ დათვლას და კომისიის წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვენ.
სოფელ ვაზისუბნის რწმუნებულ თემურ დვალიშვილის განცხადებით, მოსახლეობის მოთხოვნა არაკანონიერია, რადგან აქციის მონაწილეების უმრავლესობა მიწებს საერთოდ არ ფლობს.
ხელახალი კომისიის შექმნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის სამინისტროს ნებართვის გარეშე ვერ მოხდება.