საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ თუ Ryanair-თან დაწყებული მოლაპარაკებები დასრულდება, ავიაკომპანია ფრანკფურტისა და ბრუსელის მიმართულებითაც შეასრულებს ავიარეისებს.
"რისთვის გახსენით ქუთაისის აეროპორტი? რისთვის დაფრინავს, მაგალითად, Wizz Air და Ryanair, რომელთა დახმარებითაც იწყება რეგულარული რეისები, მაგალითდ, ვარშავის მიმართულებით?
დარწმუნებული ვარ, თუკი მომავალში გაგრძელდება Ryanair-თან დაწყებული მოლაპარაკება, რეისები შესრულდება ფრანკფურტის, ბრუსელის მიმართულებით და ამ ქალაქებში ჩასვლა ხელმისაწვდომ ფასად, მაქსიმუმ, 100 ევროდ იქნება შესაძლებელი.
ყოველივე ეს არის იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს მატივად შეეძლოთ ევროპის ქვეყნებში ჩასვლა"- განაცხადა სააკაშვილმა.