ხვალ, 26 თებერვალს, 14:00 საათზე, თიბისი ბანკი და აზიის განვითარების ბანკი (ADB) გააფორმებენ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც აზიის განვითარების ბანკი თიბისი ბანკს 50 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსს გამოუყოფს. 5-წლიანი რესურსის დახმარებით თიბისი ბანკი დააფინანსებს მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოს რეგიონებში.
ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე და ADB-ის ინვესტიციების მთავარი სპეციალისტი, რაინერ ჰარტელი.