დღეს, 25 თბერვალს, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის თარიღთან დაკავშირებით რუსთავში, თავისუფლების მოედანზე ღონისძიებები გაიმართება.
ღონისძიებების ორგანიზატორები არიან "ახალგაზრდული ინიციატივების რეგიონული ასოციაცია", რუსთავის ახალგაზრდული ცენტრი, ასოციაცია "ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის", საქართველოს სკაუტური მოძრაობა, რუსთავის ისტორიული მუზეუმი და კულტურის სახლი.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები 16.00 საათზე დაიწყება. ღონისძიებების ფარგლებში თავისუფლების მოედანზე გაიმართება ფოტოგამოფენა, ვიდეოფილმის ჩვენება და თეატრალიზებული წარმოდგენა.
ღონისძიებებს დაასრულებს ჯგუფ "შელბის" როკ-კონცერტი.