მედიაციის სამსახურში დასაქმებულ მუშაკთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 23-24 თებერვალს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოეწყობა ტრენინგ-სემინარი.
კვალიფიკაციის კურსებს სამინისტროს სამედიცინო მედიაციის სამსახურის თანმაშრომლებთან ერთად ქ. ბათუმში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები გაივლიან (სულ 11 მონაწილე).
პროექტის მიზანია, კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდეს ურთიერთანამშრომლობა პაციენტს (დაზღვეული), მზღვეველ კომპანიას (მზღვეველი) და სამედიცინო დაწესებულებებს (სერვისის მიმწოდებელი) შორის.
კონფლიქტების არსებობის შემთხვევაში მედიატორის ფუნქციას მხარეებს შორის წარმოქმნილი დავების სასამართლო განხილვამდე დარეგულირება წარმოადგენს.
მედიატორი შესაძლებელია იყოს ნებისმიერი დარგის სპეციალისტი, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და შესაბამისი კომუნიკაციის უნარი, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოცდილება.
სემინარი აჭარის სავაჭრო პალატის მედიაციის ცენტრის ორგანიზებით იმართება.