ვორონცოვზე, გოგიბერიძის ქუჩის 9 ნომერში მდებარე სამსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.
დამწვარია შენობის პირველ სართულზე მდებარე სილამაზის სალონი. დაზიანებულია მის გვერდით მდებარე სასურსათო მაღაზიაც.
ადგილზე სახანძრო სამსახურის 15 ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლის ლოკალიზება 20 წუთში მოხერხდა.
ხანძრის გაჩენის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ცეცხლის კერა მთელი ღამის განმავლობაში არსებობდა, თუმცა აალება დილით მოხდა.
ხანძრით გამოწვეულ ზარალს ძველი თბილისის რაიონის გამგეობა შეისწავლის და საცხოვრებელი სახლის ბინადრებს შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს.