სუპერმარკეტების ქსელი „სმარტი" ერთგული მომხმარებლებისათვის ექსკლუზიურ შეთავაზებებს განაგრძობს და „ახალი ინგლისური ჩაის" რეალიზაციას იწყებს. ინგლისური ტრადიციებით გასულ საუკუნეში შექმნილი „ახალი ინგლისური ჩაი" ცნობილია მთელს მსოფლიოში მაღალი ხარისხითა და ორიგინალური შეფუთვებით. ამიტომაც „ახალი ინგლისური ჩაი" ყველგან სიმბოლურ საჩუქრად ითვლება.
„ახალი ინგლისური ჩაი" ინგლისისათვის დამახასიეთებელი სიმბოლოებით გაფორმებულ შეფუთვაში, როგორიცაა წითელი სატელეფონო ჯიხური, წითელი ავტობუსი, თუნუქის ქილა ინგლისის დროშით, ელიზაბეტ დედოფლის სურათით, „ბიგ ბენის" გამოსახულებით და სხვა, „სმარტში" 3.95 ლარიდან იყიდება.
„მოხარული ვართ, რომ „სმარტის" მომხმარებელს კიდევ ერთ ექსკლუზიურ პროდუქტს ვთავაზობთ. „ახალი ინგლისური ჩაი" გამოირჩევა უნიკალური შეფუთვითა და გემოთი. „ახალი ინგლისური ჩაის" საქართველოში გამოჩენა განსაკუთრებით გაახარებს მაღალხარისხიანი ჩაის მოყვარულებს. „ახალი ინგლისური ჩაი" ყველაზე პოპულარული ჩაია დიდ ბრიტანეთში და ვფიქრობთ, სულ მალე ის საქართველოშიც საყვარელი ბრენდი გახდება", - აცხადებენ „სმარტში"
„სმარტი" გამორჩეულია ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქტის ფართო არჩევანითა და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. დღესდღეობით „სმარტს" 20-მდე ექსკლუზიური კონტრაქტი აქვს ევროპელ მომწოდებლებთან. ვისოლ ჯგუფმა „სმარტის" ქსელის განვითარება 2010 წელს დაიწყო. „სმარტის" სუპერმარკეტები დღესდღეობით წარმატებით ფუნქციონირებს აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, რუსათაველის გამზირზე, ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონში, კახეთის გზატკეცილზე, გუდაურში, ზუგდიდში, მარნეულში, ახალციხეში, ყვარელსა და ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გორის მონაკვეთზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმა
მასალის გამოყენების პირობები