რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკას ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკას გადასცემს. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
გამოცემაში ნათქვამია, რომ სახანძრო მანქანების კოლონა სოჭიდან უკვე დაიძრა სოხუმის მიმართულებით.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკას, სახანძრო ტექნიკასთან ერთად ცოცხალი ძალითაც დაეხმარება.