საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში კენიის საინვესტიციო ორგანიზაციის დელეგაცია იმყოფებოდა.
გამოცდილების გაზიარების მიზნით, კენიელი სტუმრები გაეცნენ საქსტატის სტრუქტურას და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ მონაცემთა მოპოვების, დამუშავების მეთოდოლოგიურ და პრაქტიკულ საკითხებს.
კენიის საინვესტიციო ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან. მათი მიზანია გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს და სხვა უწყებების წარმატებული მუშაობის ძირითად პრინციპებს.