,,ქვეყნის განვითარების სტრატეგიაზე სპეციალური დოკუმენტი შეიქმნება", -განაცხადა ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და აღნიშნა, რომ დოკუმენტის შემუშავებაში ყველა სამინისტრო იქნება ჩართული.
,,ჩვენ ვიწყებთ მუშაობას ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულების დოკუმენტის შექმნაზე. პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება, რომ ეს იქნება სტრატეგიული დოკუმენტი, რომლის შემუშავებაში ყველა სამინიტრო ჩაერთვება, გარდა ამისა ამ დოკუმენტის შემუშავებაში დიდი როლი ექნებათ ექსპერტებს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა და აღნიშნა, რომ დოკუმენტის შემუშავებას თავს მოუყრის ფინანსთა სამინისტრო.
,,დოკუმენტი ითვალისწინებს ქვეყნის სტრატეგის შექმნას, რა ინდიკატორებს უნდა მივაღწიოთ თუნდაც ოთხი წლის შემდეგ, როგორ უნდა განვსაზღვროთ საჯარო ფინანსები", -განაცხადა ხადურმა.