სასურსათო უსაფრთხოების საინფორმაციო სისტემების გაუმჯობესების რეგიონული პროექტის ფარგლებში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ორკვირიანი ვიზიტით FAO-ს ექსპერტი იმყოფება. ის გაეცნობა საქსტატის მიერ სასურსათო ბალანსების წარმოებაში გამოყენებულ მეთოდოლოგიას, რის შედეგადაც გაკეთდება შეფასების დოკუმენტი. პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია, საქსტატის სოფლის მეურნეობის სამმართველოს თანამშრომლების ტრეინინგი სასურსათო ბალანსების წარმოებაში.
მასალის გამოყენების პირობები