21 თებერვალს, 11:00 საათზე, ფინანსთა სამინისტროს აკადემიაში ,,თამბაქოს ხელმისაწვდომობისა და დაბეგვრის თემაზე" სემინარი გაიხსნება. სემინარის ფარგლებში ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საგამოძიებო და შემოსავლების სამსახურის მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერები რეგიონსა და მსოფლიოში თამბაქოს დაბეგვრასთან დაკავშირებით არსებულ საერთაშორისო პრაქტიკას, მიდგომებსა და სიახლეებსგაეცნობიან. სემინარი საერთაშორისო კომპანია ,,ჯეი თი აი"-ის ("JTI" LLC) ინიციატივით ტარდება და მას ჟენევიდან მოწვეული ექსპერტები გაუძღვებიან.
ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას აქციზის გადასახადის შესახებ, გაეცნობიან თამბაქოს დაბეგვრის პოლიტიკას. სემინარის მსვლელობისას განხილული იქნება მაგალითები დიდი ბრიტანეთის, რუმინეთისა და თურქეთის პრაქტიკის გათვალისწინებით. ჩატარდება ღია დისკუსია ეფექტური ფისკალური პოლიტიკის თემაზე და მომზადდება რეკომენდაციები საქართველოსათვის.
სემინარი ფინანსთა სამინისტროს აკადემიასა დასაერთაშორისო კომპანია ,,ჯეი თი აი"-ის ("JTI" LLC) მიერ დაგეგმილი პირველი ერთობლივი ღონისძიებაა, კომპანია სამინისტროსთან თანამშრომლობის გაგრძელებას,კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისა და განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, მომავალშიც აქტიურად გეგმავს. აღნიშნულსასწავლო კურსს ფინანსთა სამინისტროს 24 წარმომადგენელი გაივლის.
მასალის გამოყენების პირობები