დღეს, 20 თებერვალს ეროვნული ბანკის 182-დღიან N8, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონზე 30 მლნ ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ფასიანი ქაღალდები შეიძინა ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 5.34 პროცენტით, მაქსიმალური 5.58 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 5.52 პროცენტით, განისაზღვრა.
მასალის გამოყენების პირობები