დღეს, 20 თებერვალს 15:00 საათზე "აჭარის დასაქმების სააგენტოს" ხელმძღვანელის მოადგილე მარიამ ბეზარაშვილი "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" მიზნობრივი პროგრამების პრეზენტაციას გამართავს. შეხვედრის მიზანია "შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პროფესიული გადამზადების პროგრამის" შესახებ საზოგადოების მეტი ინფორმირება. ღონისძიებას დაესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
"აჭარის დასაქმების სააგენტო" "ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პროფესიული გადამზადების პროგრამას" წელს პირველად ახორციელებს. ბენეფიციარები გადამზადდებიან შემდეგ პროფესიებში: ავტომობილის ზეინკალი; მზარეული; ელექტრიკოსი. სააგენტოს მიზნობრივი პროგრამა ითვალისწინებს 30 ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პროფესიულ გადამზადებას. ბენეფიციართა შერჩევა გაგრძელდება თებერვლის ბოლომდე. გადამზადების მსურველები რეგისტრაციისთვის უნდა ეწვიონ აჭარის ა.რ. დასაქმების სააგენტოს: ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. 70/72; ტელ: 24 78 81; 24 78 84; 577 58 91 91; 555 79 35 85; 577 27 87 13