დღეს, 20 თებერვალს, 09:30 საათზე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვედრას მართავს ინდური ტრანსნაციონალური კომპანია „ტატა გრუპის" დელეგაციასთან.
„ტატას" წარმომადგენლები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს ეცნობიან. ისინი უკვე შეხვდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს.
მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებსა და „ტატას" შორის მოლაპარაკებები ჯერ კიდევ დავოსის სამიტის ფარგლებში შედგა, სადაც „ტატამ" საქართველოს საინვესტიციო გარემოსადმი ინტერესი დააფიქსირეს.