ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის მთავარ პრობლემად კომუნიკაციის არარსებობას ასახელებს. როგორც პრემიერ-მინისტრისა და ბიზნესმენების შეხვედრის შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განმარტა, ბიზნესს მთავარი შეკითხვა ქონდა და ამის შესახებ ღიადაც დასვეს შეკითხვები.
„ყველაზე დიდი პრობლემა არის კომუნიკაციის ნაკლებობა, რომელიც ბიზნესსა და მთავრობას შორის იყო. ჩვენ პირობა მივეცით ბიზნესმენებს, რომ არც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე"- აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.