ბიძინა ივანიშვილი ბიზნესმენებთან შეხვედით კმაყოფილია. როგორც ბიზნესმენებისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, დღევანდელი შეხვედრა, წინამორბედი შეხვედრისგან განსხვავებით იყო საქმიანო და ნაკლები იყო ემოცია.
„ძალიან განსხვავებული იყო ჩვენი პირველი და მეორე შეხვედრა. პირველი შეხვედრა გახლდათ ძალიან ემოციური ორივე მხარის მიერ. დღევანდელი შეხვედრა კი ხარისხობრივად განსხვავებული იყო. მხედველობაში მაქვს ის, რომ ემოციის ნაცვლად ძალიან საქმიანი შეკითხვები იყო. ჩვენი მხრიდან პასუხებიც იყო ადექვატური. ჩანდა, რომ ხელისუფლებამ დაიჯერა ხელისუფლების იდეოლოგიის. უკვე იგრძნობოდა დიდი ნდობა, რამდენადაც აღარ იყო ემოციურობა და თვითდაჯერებულობა. დავგეგმეთ მომდევნო შეხვედრაც. დღეს წარვადგინეთ ბიზნეს ომბუდსმენი, რომელიც არის ძველი სახელით მაგრამ შესაძლოა სახელიც შეიცვალოს. 1 კვირის განმავლობაში გიორგი გახარიას ექნება შეხვედრა ბიზნესთან რათა ჩამოყალიბდეს რა ფუნქციები ექნება და როგორი სახელი მივცეთ ამ ინსტიტუტს. მთავარი იდეა არსებობს იმაში, რომ ბიზნეს ქონდეს შესაძლებლობა ზალიან მოკლე დროში ინფორმაციის მოტანის მთავრობამდე და პირადად ჩემთან. ბზინესობუდსმენის უკან იქნება ჯგუფი, რომელიც დაახარისხებს შემოსულ შეკითხვებს"- აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, შეხვედრაზე მან კონკრეტული სახელებიც ჩამოთვალა, წინა მთავრობიდან და პირობა დადო, რომ მისი მთავრობის წევრების ბიზნესის საქმიანობაში აღარ ჩაერევიან.
„მე დღეს კიდევ გავაკეთე განმარტება და პიროვნებები და სახელიც დავასახელე, რომ ვეღარავინ ვეღარ გაბედავს ბიზნესის საქმიანობაში ჩარევას. ახალი გადანაწილებები საქართველოში აღარ მოხდება. მთავრობის ნებისმიერ ჩინოვნიკს, კანონის გარეშე, ბიზნესის საქმიანობაში ჩახედვის უფლება არ ექნება. ამ დროში ეს ყველაფერი კარგად გააცნობიერეს ბიზნესმენებმა. კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით, კარგად ჩანს რომ ბიზნესმა დაიჯერა ახალი მთავრობის და უახლოეს პერიოდში მოხდება ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. გადამწყვეტი რომელი ეკონომიკის განვითარებაში ბიზნესს და ინვესტიციებს ეკუთვნის"- განმარტა ივანიშვილმა. მისივე ინფორმაციით, ბიზნესმენების მხრიდან განსაკუთრებული და სტრატეგიული საკითხები არ ყოფილა.