სს „იბერია რეფრეშმენტსის" განერალური დირექტორი დავით ლომჯარია არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების რეგულაციის გაუქმებზე საქართველოს პრემიერ მინისტრს ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა.
ლომჯარიას განმარტებით, პრემიერ მინისტრი მას შეჰპირდა, რომ არაალკოჰოლური პროდუქციის მწარმოებელ კომპოანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრას უახლოეს დღებში გამართავენ ფინასთა მინისტრო და ახლადდანიშნული ბიზნესობმუდსმენი.
ლომჯარია იმედოვნებს, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების რეგულაციის გაუქმების საკითხი დადებითად გადაწყდება.
კომპანია "პეპსის" ხელმძღვანელი ლევან კასრაძე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების რეგულაცია სავარუდოდ გაუქმნდება და ის ძალაში 1-ლი მარტიდან არ შევა.
შეგახსნებეთ, რომ არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების რეგულაციის გაუქმებას მოითხოვენ. ამ და სხვა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა მსხვილმა კომპანიებმა „არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაცია" შექმნეს, რომელშიც ამ ეტაპისთვის შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია", შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო", სს „იბერია რეფრეშმენტსი", შპს „აქვა გეო" და სს „წყალი მარგებელი" არიან გაერთიანებულნი. თუმც როგორც ასოციაციაში განმარტავენ, ასოციაციის წევრთა რაოდენობა უახლოეს პერიოდში გაიზრდება, რადგანაც ასოციაცია მოლაპარაკებებს რამდენიმე კომპანიასთან უკვე აწარმოებს.
ასოციაციის წევრთა განმარტებით, კომპანიების კოორდინირებული მუშაობა და თანამსრომლობა მნიშვნელოვანი ტესტი იქნება, როგორც გაერთიანების, ასევე სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბების გზაზე. ასოციაცია მზადაა ბიზნესში არსებულ პრობლემებზე ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროსა და ფინანსთა მინისტრს ნოდარ ხადურს მიაწოდონ.
ასოციაციაში იმედოვნებენ, რომ მოლაპარაკებების გზით მივაღწევენ შეთანხმებას, რომელიც როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე კომპანიებისათვის და მათი მომხმარებლებისთვის იქნება მისაღები.
„აღნიშნული პრობლემა მტკივნეულია ასოციაცის ყველა წევრისათვის. ჩვენთვის პრობლემატურია სავალდებულო მარკირების გაუაზრებელი ნაბიჯი, რომელიც გადადგმული იყო წინა ხელისუფლების დროს. მიუხედავად იმისა, რომ კანონის ამოქმედების ვადის გადაწევა მოხდა, კანონი ჯერჯერობით ისევ ძალაშია. ასოციაციის წევრებს გვაქვს სურვილი, რომ ერთმანეთს გვერდით დავუდგეთ. გადასაჭრელი პრობლემები ბევრია, თუნდაც სავაჭრო ქსელში და ასევე იხსნება რუსეთის ბაზარი.
ფინანსთა სამინისტროსთან კონსულტაციები დაწყებული გვაქვს, თუმც საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. კანონი 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა გარემო იყო მოუმზადებელი და ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის გადაწყვეტილებით მოხდა ამ კანონის ამოქმედების გადავადება 1-ელ მარტამდე. ჯერჯერობით საკითხი გაურკვეველია, ჩვენ ვაცხადებთ, რომ ამ ნორმის ამოქმედება არის მძიმე ტვირთი ჩვენი კომპანიისათვის და ასევე ჩვენს სეგმენტში მომუშავე კომპანიებისათვის"- განმარტავს შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" აღმასრულებელი მენეჯერი ვახტანგ ლაღიძე.
ლაღიძის განმარტებით, თუ კი არაფერი არ შეიცვალა და კომპანიებისათვის მარკირება სავალდებულო გახდა, მაშინ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" წელიწადში 1,3 მლნ ლარის გადახდა მოუწევს, რაც კომპანიისათვის დაუგეგმავი ხარჯია.
შედარებით მცირე თანხის, წელიწადში 400 ათასი ლარის გადახდა მოუწევს „პეპსის" მწარმოებელ „იბერია რეფრეშმენტს". როგორც სს „იბერია რეფრეშმენტსის" კომერციული დირექტორი ლევან კასრაძე აცხადებს, პრობლემის მოგვარებაზე ასოციაცია ერთიანი ძალებით იმუშავებს, თუმც როგორც კასრაძე აცხადებს აღნიშნული პრობლემა უფრო ექსპორტიორ კომპანიებს ვნებს და ზოგადად წინა მთავრობის არგუმენტი, რომ ამ ქმედებით ფალსიფიკაცია მოისპობოდა, შედეგის მომტანი ვერ იქნება.
„პეპსი" მართალია მხოლოდ საქართველოს ბაზარზეა ორიენტირებული, თუმც „არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის" სხვა წევრებისათვის, რომლებიც ექსპორტზეც არიან ორიენტირებული, მათვის ეს საკითხი და ზოგადად ამ პრობლემის მოგვარება მეტად მნიშვნელოვანია. ერთად მოქმედება უფრო ეფექტიანი იქნება, მით უმეტეს ყველამ კარგად ვიცით, რომ ძალა ერთობაშია.
ამ ეტაპზე ვმუშაობთ და ჩვენი მუშაობისას კოორდინაცია იქნება, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებთან ასევე კერძო სექტორთან. ჩვენ ვიქნებით დამოუკიდებელი ასოციაციაა, რომელიც იმუშავებს ასოციაციის კონკრეტული მიზნებიდან გამომდინარე"- აცხადებს ლევან კასრაძე.
კომპანიის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სავალდებულო მარკირების პროცესის ამოქმედებას უარყოფითი ეკონომიკური ეფექტიც ექნება. მათი ინფორმაციით, ელექტრონული მარკირების სისტემის შემოღებას ცალსახად უარყოფითი ეკონომიკური და ფისკალური ეფექტი ექნება. ანუ, ახალი რეგულაციით გათვალისწინებული ელექტრონული მარკირების სისტემა, იმის გამო, რომ მისი მომსახურების საფასური კომპანიებს საკმაოდ ძვირი დაუჯდებათ, ყველა შემთხვევაში იმოქმედებს პროდუქციის თვიღირებულებასა და შესაბამისად ფასზე. პროდუქცია უბრალოდ გაძვირდება, როგორც ადგილობრივი მომხმარებლისთვის, ასევე გაძვირდება მისი საექსპორტო ფასიც. მსგავსი ტიპის პროდუქციისთვის კი ფასების თუნდაც უმნიშვნელო ზრდა, მაშინვე იწვევს რეალიზაციის შემცირებას. ეს ექსპორტის მაჩვენებლის შემცირებასაც გამოიწვევს და საბოლო ჯამში გამოვა ისე, რომ კომპანიებს ნაკლები შემოსავალი გვექნება და ბიუჯეტშიც ნაკლებს შევიტანთ გადასახადების სახით. ანუ, ბიუჯეტს ფული მოაკლდება და თანხები წავა მხოლოდ შვეიცარიულ ფირმაში, რომელიც ამ ყველაფერს მოემსახურება. სახელმწიფოსთვის ეს კანონი როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში არ უნდა იყოს მომგებიანი.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 24 აპრილს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის №129 ბრძანების საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს ცვლილებას „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის № 996 ბრძანებაში, განისაზღვრა არააქციზური საქონლის მარკირების სავალდებულო წესი. თავად ეს ცვლილება კი ეფუძნება საგადასახადო კოდექსის 1921 მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული არააქციზური საქონლის ნუსხა და მარკირების პირობები. აღნიშნული ბრძანების თანახმად, მატერიალური ან არამატერიალური ფორმით სავალდებულო მარკირებას ექვემდებარება არაალკოჰოლური სასმელები (მათ შორის, მინერალური და მტკნარი წყლები). სავალდებულო მარკირება ხორციელდება ბოთლის, ქილის ან კასრის გვერდზე, თავსახურზე ან ტარის ძირზე. ამასთან, შერჩეული პირის მიერ არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების ნომინალური ღირებულება განისაზღვრება: ა) არაალკოჰოლური სასმელისთვის (გარდა მინერალური და მტკნარი წყლისა) - 1000 ცალ ერთეულზე - 5,5 ევროს ეკვივალენტი ლარებში და ბ) მინერალური და მტკნარი წყლისათვის - 1000 ცალ ერთეულზე - 4,63 ევროს ეკვივალენტი ლარებში. ელექტრონულ მარკირებას, საქართველოს სახელმწიფოსთან დადებული ექსკლუზიური ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს შვეიცარული კომპანია SIC, რომელსაც მოქმედი რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში, არაალკოჰოლური სასმელის მწარმოებელი გადაუხდის მომსახურების საფასურს.