პრემიერ-მინისტრმა ბიზნესსექტორს ფონდებში თანამონაწილეობისკენ მოუწოდა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა, უახლოეს პერიოდში სამი ფონდი ჩამოყალიბდება, სადაც საკუთარი კაპიტალის დაბანდება ქართველ ბიზნესმენებსაც შეეძლებათ. როგორც ივანიშვილმა განმარტა, მას შეხვედრა უკვე ჰქონდა რამდენიმე ქართველ მდიდარ ბიზნესმენთან და ჩადებენ თუ არა ისინი კაპიტალს ამ ფონდებში, უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საპარტნიორო ფონდის ბაზაზე შეიქმნება საინვესტიციოო ფონდი და ის კაპიტალი, რომელსაც დღეს საპარტნიორო ფონდი ფლობს, დაახლოებით ორ მილიარდ დოლარამდე შეფასდება და მის მენეჯმენტს "ჯი-პი მორგანი" გააკეთებს. რაც შეეხება მეორე კერძო საინვესტიციო ფონდს, აქ კაპიტალის დაბანდება ნებისმიერ ბიზნესმენს შეეძლება. როგორც ივანიშვილმა განმარტა, სასურველია თუ ამ ფონდში ქართული კაპიტალი ჩაიდება. ივანიშვილმა პრემიერმა არ გამორიცხა, რომ ამ ფონდში საკუთარი ფული დააბანდოს. როგორც ივანიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას განაცხადა, ამ ფონდის მუშაობა იქნება საკმაოდ გამჭვირვალე და ქართულ ბიზნესს საშუალება ექნება ამ ფონდში თანამონაწილეობით სხვადასხვა უცხოური კომპანიის პარტნიორი გახდეს საქართველოში.
ბიძინა ივანიშვილმა დღესვე ქართულ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს სთხოვა მაქსიმალურად გაიტანონ ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნეს რეგულაციების შესახებ, რათა უცხორ ბიზნესს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ ვითარებასა და არსებულ ბიზნესის საქმიანობაზე შთაბეჭდილება შეექმნას. ბიძინა ივანიშვილმა შეხვედერაზე ასევე ყურადღება გაამახვილა ნიჭიერთა დასაფინანსებლად შექმნილ ფონდზე რომლის ბიუჯეტი 50 მილიონით იქნება და ამ ფონდიდან დაფინანსდება ახალგაზრდა მეცნიერები და საერთოდ ინოვაციური პროექტები. ივანიშვილმა არ გამორიცხა, რომ მაქსიმალურ დასაფინანსებელმა თანხამ ერთ პირზე ერთ მილონ ლარსაც კი მიაღწიოს.