თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.
“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მიმდინარე წლის მაისში დააკავეს. კოალიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ლისის ტბის ასახვევთან მაშინ დააკავეს, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა.
შსს-ს ინფორმაციით, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს. კერძოდ, უწყების ცნობით, ნიკა მელია დაკავებული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.