ლევან ბეჟაშვილი ავლენს იმ პოლიტიკურად წოდებული ჯგუფის ხასიათს, რომელიც საკუთარ ქვეყანას უპირისპირდება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
.„ლევან ბეჟაშვილი წარმოადგენდა ხელისუფლებას, რომელიც აწამებდა და წამების ეს სისტემურობა სტრასბურგის სასამართლომ დაუდგინა. კიდევ არაერთი საქმე იყო, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში წაიღეს და აბსოლუტურად უპერსპექტივო გამოდგა. იგივე მოხდება ახლაც. აქ იქნება თუ სტრასბურგში, აუცილებლად გაიხსენებენ ყველა იმ დანაშაულს, რომელიც „ნაცმოძრაობას“ აქვს ჩადენილი.
აქ იკვეთება სკანდალური თემა – უცხოელმა მეგობრებმა უკარნახეს, რომ სასამართლოში უჩივლონ „ქართულ ოცნებას“. სასამართლოში დავა კარგია იმ შემთხვევაში, როცა სიმართლის დადგენა გინდა, მაგრამ როცა ამას აქვს ფუნდამენტი და საფუძველი, რაზეც ბეჟაშვილი საუბრობს, ნიშნავს, რომ ეს ადამიანები არიან ჩამოყალიბებული, როგორც საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მებრძოლთა ჯგუფის წარმომადგენლები. ამაში მხარდაჭერას საზღვარგარეთ ეძებენ. ეს რეალობაა სამწუხარო ფაქტი, თორემ სასამართლოში საქმის განხილვა უცხო არ არის და დემოკრატიული სამყაროს ფუნდამენტია.
საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება, მიზანი ორიენტირებულია სამართლებრივი დავის მოგებასა და თავისი შვილობილი ორგანიზაციის წარმატებაზე. ამ გეგმაში ერთ-ერთი მთავარი რესურსი საზოგადოებაში დაპირისპირების შექმნაა, მაგრამ მთავარი მაინც არის საქართველოში მარიონეტული ხელისუფლების მოსვლა, რომელიც მათ დაემორჩილება. სასამართლოს მიმართულებით და ფინანსური პოლიტიკური წახალისების თვალსაზრისით შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს ამ პოლიტიკის რეალიზაციის ერთ-ერთი სეგმენტია. ამ შემთხვევაში, ბეჟაშვილი თავად არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ავლენს იმ პოლიტიკურად წოდებული ჯგუფის ხასიათს, რომელიც საკუთარ ქვეყანას უპირისპირდება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
„ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას იწყებს. „საერთაშორისო პარტნიორების, იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით, ვიწყებთ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ“, - განაცხადა „ნაციონალურმა მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა