საქართველოს ახალი ბიზნეს ომბუდსმენი ეყოლება. ამ თანამდებობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი გახარიას კანდიდატურა სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" ბიზნესმებებთან გამართული შეხვედრისას წარადგინა.
გიორგი გახარია ბოლო სამი წლის განმავლობაში " ლუფთანზას" ერთ-ერთი დირექტორის პოსტ იკავებდა
ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ერთი კვირის განმავლობაში გიორგი გახარია ბიზნესმენებთან, კომპანიებთან აქტიურად იმუშავებს, რათა საბოლოოდ მოხდეს შეჯერება ამ ინსტიტუტს ისევ ბიზნესომბუდსმენი ერქმევა, თუ სახელი შეეცვლება, ასევე ჩამოყალიბდებიან ურთიერთობისა და თანამშრომლობის სტილზე და იმ თემატიკაზე, რომელზეც ბიზნესი და ბიზნესომბუდსმენი ითანამშრომლებენ.