სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით,საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა ჩააფლავა , - აცხადებს "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში უფლებადამცველი ლია მუხაშავრია. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანომ შესაბამის კანონებში ცვლილება, რომლითაც კანონიერ ძალაში შესული განჩენებისა და გადაწყვეტილებების გადახედვა შეიძლებოდა, ჯერაც ვერ მიიღო.
"კანონმდებელთა მთელი ენერგია მთელი ძალისხმევა მიმართული იყო, სრულიად
არასაჭირო და უვარგისი, არასაკმარისი კონსტიტუციური ცვლილებებისკენ, რომელიც, ბოლოს ისინიც დაგვეთანხმნენ, რომ არ არის საჭირო და გაცილებით სერიოზული
საკონსტიტუციო ცვლილებებია გასატარებელი. ანუ საკანონმდებლო ორგანომ, ამ
მხრივ, თავისი მუშაობა ჩააფლავა იმიტომ, რომ ასი დღეც გავიდა და კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებები არ გვაქვს, დარღვეული უფლებების აღდგენის თვალსაზრისით", - აცხადებს მუხაშავრია.