„საპარტნიორო ფონდი" არაბული „დაბი ჯგუფის" მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების მდგომარეობით დაინტერესდა. როგორც სს „საპარტნიორო ფონდში" განმარტავენ, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე „დაბი ჯგუფის" დელეგაციას შეხვდა. როგორც ფონდში განმარტავენ, შეხვედრის მიზანი „დაბი ჯგუფის" მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტების მდგომარეობა იყო.
„მოგეხსენებათ რომ „დაბი ჯგუფის" ინვესტიციის მთლიანი რაოდენობა საქართველოში დღეის მდგომარეობით შეადგენს 180 მილიონ ამერიკულ დოლარს შეხვედრაზე განვიხილეთ დამატებითი საინვესტიციო წინადადებები რადგან მისი აღმატებულება შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანი და „დაბი ჯგუფი" საქართველოში მეტ საინვესტიციო პოტენციალს ხედავს და შესაბამისად მზად არის დამატებით განიხილოს რამოდენიმე დიდი მოცულობის პროექტი"- აცხადებს ირაკლი კოვზანაძე.