2013 წლის იანვარში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობამ ქვეყნის მასშტაბით 30 644 ერთეული შეადგინა. ა.წ. იანვარი 2010-2013 წლების იმავე თვესთან შედარებით უპირატესი ზრდით გამოირჩევა: 2010 წლის იანვართან (20 695 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 48.1%-ით, 2011 წლის იანვართან (26 150 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 17.2%-ით და 2012 წლის იანვართან (32 412 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - კლება 5.5%-ით.
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 1.3%-ით შემცირდა (სეზონური ფაქტორის გავლენა): კლება დაფიქსირდა პირველადი (29.3%-ით), ხოლო ზრდა - მეორადი (5.7%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2013 წლის იანვრის თვეში წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) დაფიქსირდა 0.728 დონეზე, რაც უმნიშვნელოდ ჩამორჩება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (0.738).
აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა უძრავი ქონების პირველადი (42.2%-ით), ხოლო გაიზარდა მეორადი (5.7%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2013 წლის იანვრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 4 382, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 26 262 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010=100) კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.398 და 0.845 დონეებზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა თვესთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. იანვარში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 85.7%-ს მეორადი, ხოლო 14.3%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2012 წლის იანვარში კი - შესაბამისად 76.6% და 23.4%).