,,ახალი კადრების შერჩევა კონკურსის წესით უნდა ხდებოდეს"', -განაცხადა არასამთავრო ბოსექტორთან მიმდინარე შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა, რომელისთვისაც გაუგებარია რატომ ჩნდება შეკითხვები საჯარო სამსახურიდან თანამდებობის პირების საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების შესახებ.
"გაუგებარია, რომ ჩნდება შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ თავისუფლდებიან საჯარო სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე. აბა როგორც უნდა გათავისუფლდნენ, ეს კითხვა დამრჩა და იქნებ განმიმარტოთ", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ხელმძღვანელობის ცვლილებამ ამა თუ იმ უწყებიდან თანამშრომელთა გადინება არ უნდა გამოიწვიოს.
"გეთანხმებით, რომ თანამშრომელთა დიდი ნაწილი უნდა დარჩეს სამსახურში. გეთანხმებით იმაშიც, რომ კონკურსის წესით უნდა ხდებოდეს ახალი კადრების შერჩევა და სწორედ ეს უნდა იყოს ძირითადი. ჟურნალისტებთან ამ საკითხზე განცხადება გავაკეთე და მათ არასწორად გაიგეს და შეაფასეს ჩემი ნათქვამი - თითქოს მე კონკურსის გარეშე თანამშრომელთა მიღების წახალისებას ვახდენდე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.