,,ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა დაიწყო",-განაცხადა ჟურნალისტებთან კოალიცია ,,ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა, რომელიც ,,შერატონ მეტეხი პალასში" არასამთავრობო სექტორთან მიმდინარე შეხვედრას ესწრება.
,,ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა დაიწყო. ის მთავარი რის გამოც ხალხმა უარი უთხრა ,,ნაციონალურ მოძრაობას" და ხმა მისცა ,,ქართულ ოცნებას". შესაბამისად პარლამენტში პოლიტპატიმრების საკითხის გადაწყვეტა ამ მიმართულებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დასაწყისი იყო", _განაცხადა ხიდაშელმა.