მსოფლიოში ოქროს ყველაზე მსხვილი შემსყიდველი რუსეთია. უცხოური მედიის ინფორმაციით, დღეს რუსეთი მსოფლიოში არა მხოლოდ ნავთობის უმსხვილესი მწარმოებელია, არამედ რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დიდი რაოდენობით ოქროს ყიდულობს.
ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა 570 ტონა ძვირფასი ლითონი შეისყიდა, რაც 4-ჯერ მეტია ჩინეთის მიერ გაკეთებულ შესყიდვებზე, რომელიც მსოფლიოში ოქროს შესყიდვით მეორე პოზიციაზეა.
„რაც უფრო მეტი ოქრო აქვს ქვეყანას მით უფრო დიდია მისი სუვერენიტეტი დოლარის, ევროს, ფუნტი ან სხვა ვალუტების კატაკლიზმისას"- აცხადებს გოსდუმის დეპუტატი ევგენი ფიოდოროვი.