2012 წელს მსოფლიოში მობილური ტელეფონების რეალიზაცია შემცირდა. კვლევითი კომპანია Gartner-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ 2012 წელს მსოფლიოში მობილური ტელეფონების რეალიზაციამ 1,7 %-ით იკლო. სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2012 წელს მსოფლიოში 1,75 მლრდ მობილური ტელეფონი გაიყიდა.
„2012 წლამდე,მობილური ტელეფონების ბაზარზე დაცემა 2009 წელს დაფიქსირდა"- განმარტავენ ანალიტიკოსები.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მობილური ტელეფონების რეალიზაცია დაეცა, გასულ წელს საგრძნობლად გაიზარდა სმარტფონების რეალიზაცია.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ 2013 წელს ჩვეულებრივი მობილური ტელეფონების რეალიზაცია კიდევ უფრო შემცირდება.