ევროკომისიამ ხორცის ნახევარფაბრიკატების შემოწმების გეგმა დამტკიცა. ევროკომისიის აღნიშნული გადაწტყვეტილება უკავშირდება სავაჭრო ქსელებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცის გამოჩენას. ევროკავშირის 27 ქვეყნის ვეტერინალურმა და სანიტარულმა სტრუქტურებმა გაყინული ნახევარფაბრიკატების 2250 ტესტი უნდა ჩატარონ.
"ევროკავშირის ყველა ქვეყანამ, მისი მასშტაბებიდან გამომდინარე, გაყიდვაში შესული პროდუქციის 10-დან 150-მდე ტესტი უნდა ჩატაროს"- ნათქვამია ევროკიმისიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში.
დღეისათვის საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცისგან მომზადებული ნახევარფაბრიკატები აღმოჩენილია დიდი ბრიტანეთის, გერმანის, დანიის, ირლანდის, ესპანეთის, კვიპროსის, ლუსქემბურგის, პოლონეთის, საფრანგეთის, შვეიცარისა და შვეციის სავაჭრო ქსელში. თუმცა არ არის გამორიცხული რომ სია გაიზრდება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ გრანდიოზული აფერის გამოძიებაში უკვე ჩართულია ევროპოლი.