სამების საკათედრო ტაძარში გამართულ საკვირაო წირვაზე, ლოცვისა და ქადაგების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დალოცა, რომლებიც წირვას ოჯახის წევრებთან ერთად დაესწრნენ.
პატრიარქმა შსს-ს დაცვის პოლიციის თანამშრომელთა სურვილით შექმნილი ილორის წმინდა გიორგის ხატის ასლი აკურთხა, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის საკურთხეველში ერთი ღამის განმავლობაში იყო დაბრძანებული. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, პატრიარქის მიერ ნაკურთხი ხატი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში გადააბრძანეს.