,,ნაციონალური მოძრაობის" გავლენებისგან სასამართლო ბოლომდე თავისუფალი არ არის და მართლმსაჯულების დეფიციტს განიცდის", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ კობა დავითაშვილის განცხადების კომენტირებისას.
,,ამ საკითხში კობას ვეთანხმები გამომდინარე იქიდან, რომ, სამწუხაროდ, სასამართლო ხელისუფლება ვერ გათავისუფლდა იმ პოლიტიკური გავლებისგან, რომელიც ,,ნაციონალურ მოძრაობას" მათთან მიმართებაში ჰქონდა. პავლე კუბლაშვილი, რომელიც ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი და მხარდამჭერია საუბრობს კოალიციის რიგებში ნეპოტიზმზე, რაც ცოტა უხერხულია. ვერ დავიჯერებ, პავლე კუბლაშვილს გავლენა არ ჰქონდეს კოტე კუბლაშვილის სასამართლოზე. ვფიქრობ, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის" გავლენებისგან სასამართლო ბოლომდე თავისუფალი არ არის. თუმცა ვადასტურებ, რომ პროკურატურის გავლენისგან სასამართლო ნამდვილად თავისუფალია და არანაირ ზეგავლენას არ ახდენს. ფაქტია, რომ სამართლიანობის დეფიციტია სასამართლო ხელისუფლებაში. შეიძლება ჩემი ეს განცხადება სასამართლოზე ზეწოლად აღიქვან, რადგან კანონმდებელი და პარლამენტის წევრი ვარ, მაგრამ მართლსმაჯულების ხარისხით კამაყოფილი არც მაშინ ვიყავი როცა ადვოკატი ვიყავი და სასამართლო პროცესებზე ბევრ უსამართლობას ვხედავდი, რადგან მოსამართლე, ფაქტობრივად, თავიდან ბოლომდე პროკურატურის გავლენის ქვეშ იყო და არც ახლა, რადგან სასამართლო მართლმსაჯულების დეფიციტს განიცდის", -განაცხადა მანანა კობახიძემ. რაც შეეხება ,,ჯი-ეიჩ-ენის"' შეკითხვას როდემდე უნდა ელოდეს ხალხი სასამართლოს გათავისუფლებას ,,ნაციონალების" გავლენისგან იმ ფონზე, როცა ხელისუფლებაში ივანიშვილის გუნდია პარლამენტის ვიცე-სპიკერი განმარტავს.
,,პარლამენტში განსახილველად იუსტიციის სამინისტროს სერიოზული პაკეტია წარმოდგენილი ,,საერთო სასამართლოს კანონში" ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს სისტემის მუშაობის გაუმჯობესებას", _განაცხადა მანანა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობა" კატეგორიულად ეწინააღმდეგება წარმოდგენილი ცვლილების დამტკიცებას, რადგან მათ სასამართლოებში ,,ნაციონალების" მოსამართლეების ყოფნა სურთ. როგორც კობახიძემ სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა ისინი ,,საერთო სასამართლოს კანონში" ცვლილებების შეტანის თაობაზე ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან, რის შემდეგ სასამართლოს რეფორმა დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის კობა დავითაშვილის განცხადბით, ქვეყანა გადავა ძალადობასა და ქაოსში, თუ სწრაფად არ განხორციელდება მართლმსაჯულება.
"თუ არ იქნება მართლმსაჯულება, არ იქნება მშვიდობა. მქონდა განცდა, რომ ვიყავი ერთიანი გუნდის წევრი, მქონდა მცდელობა, რომ გუნდის შიგნით გადამეწყვიტა ეს საკითხები, მაგრამ ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ბატონ ბიძინასთან ვერ მივაღწიე შეხვედრას, ვერ მივაღწიე უმრავლესობის სხდომაში მიმეღო მონაწილეობა, რადგან ასეთი სხდომა არ გამართულა, სადაც შევძლებდი ამ საკითხების დაყენებას. როგორც ჩანს, იკრიბება უმრავლესობის ელიტა და იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენ უნდა აღვასრულოთ", - აცხადებს დავითაშვილი ,,ალიასთან" ინტევიუში.
მასალის გამოყენების პირობები