17 თებერვალს სახელმწიფო დუმა "აფხაზეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის 200 წლის იუბილესთან" დაკავშირებით განცხადებას მიიღებს. განცხადება რუსეთის სათათბიროში "ედინაი რასიას" ინიციატივით შედის. ამის შესახებ რუსული პრესა იუწყება.
რუსული სათათბიროს დეპუტატები რუსულ აფხაზური ურთიერთობების მრავალწლიან ისტორიაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაცია ახალგაზრდა რესპუბლიკას ყველანაირად დაეხმარება.
ზემოხსენებულ განცხადებას დუმა 17 თებერვალს, ყოველგვარი განხილვის გარეშე მიიღებს.