ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია მონაწილეობას მიიღებს განათლების მე-3 საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც 15-16 თებერვალს საგამოფენო ცენტრ "ექსპო-ჯორჯიას" მე-11 პავილიონში გაიმართება.
გამოფენის ფარგლებში, აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები და კურსანტები წარმოადგენენ საზღვაო სასწავლო სიმულატორებს და ტექნიკური აღჭურვილობას. დაინტერესებულ პირებს საშუალება ექნებათ, მიიღონ საინფორმაციო ბროშურები და ბუკლეტები, გაეცნონ აკადემიის ისტორიას და აღნიშნული სასწავლებლის სამომავლო გეგმებს.
ბათუმის საზღვაო აკადემიის გარდა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთის, თურქეთის, იტალიის, კვიპროსის, ლატვიის, ლიტვის, ჩეხეთის, პოლონეთის, მალაიზიის, რუსეთისა და უნგრეთის უნივერსიტეტები, კოლეჯები და უმაღლესი სკოლები. საგამოფენო სტენდებზე სულ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 100-მდე ორგანიზაცია იქნება წარმოდგენილი. აღნიშნულ პროექტს 2 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი და წელს საგამოფენო ცენტრის ტერიტორიაზე მესამედ გაიმართება. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები