დღეს, 15 თებერვალს, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსი გიორგი ბუბუტეიშვილი გორის, ხაშურის, კასპისა და მცხეთის გადამხდელებს შეხვდა.
შეხვედრებზე მეწარმეებს, შემოსავლების სამსახურის მომსახურების სერვისების შესახებ, პრეზენტაციები წარუდგინეს. გააცნეს პერსონალური მომსახურების პაკეტი - Prive. აღნიშნული სერვისი პირადი მრჩევლის მომსახურებას გულისხმობს. მისი საშუალებით, მომხმარებელი ოპერატიულად იღებს სხვადასხვა ტიპის მომსახურებას, მათ შორის საჯარო ინფორმაციას, საკუთარ ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებულ,სამართლებრივ განმარტებებს და სხვა. პირადი საგადასახადო მრჩეველი მთავარი საკონტაქტო პირია, რომელიც კიდევ უფრო ამარტივებს შემოსავლების სამსახურსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთობას.
მასალის გამოყენების პირობები