ამერიკულმა ავიაგადამზიდავებმა American Airlines-მა და US Airways-მა გაერთიანების შესახებ განაცხადეს.
გარიგების შემდეგ ახალი ავიაკომპანია მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ავიაგადამზიდავი გახდება.
გარიგების ღირებულება 11 მილიარდი დოლარია და გამსხვილებულ კომპანიას American Airlines-ი ერქმევა. თუმც კომპანიას US Airways-ის დირექტორი დუგ პარკერი უხელმძღვანელებს. ხოლო American Airlines-ის დირექტორი ტომ ხორტონი დირექტორთა საბჭოში იმუშავებს.
მომავალი, უმსხვილესი კომპანიის ფლოტი 900 თვითმფრინავით იქნება წარმოდგენილი, რომლებიც დღეში 3200 ავირეისს შეასრულებენ.