იანვარში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 22%-ითაა გაზრდილი. ოფიციალური სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2012 წლის იანვარში საქართველოში 277 ათას 45 ვიზიტორი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 22 %-ითა გაზრდილი., 2011 წელს საქართველოს უცხოეთიდან 227 ათას 6 ვიზიტორი ყავდა.
2012 წლის იანვარში, 20111 წლის იანვართან შედარებით, ევროპის ქვეყნებიდან შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 22 %-ითაა გაზრდილი, ხოლო ამერიკიის კონტიგენტიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა 19 %-თაა შემცირებული. რაც შეეხება აზიელ ტურისტებს მათი რაოდენობა 2012 წლის იანვარში 2011 წლის იანვართან შედარებით 23 %-ითაა გაზრდილი, ხოლო აფრიკიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობამ კი 24 %-ითაა შემცირებული.