ფოთის "ქართული ოცნების" ოფისთან რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. აქციის მონაწილეებმა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას თხოვნით მიმართეს.
მომიტინგეები 2011-2012 წლებში მერიის მიერ მათი კუთვნილი ავტოფარეხების დემონტაჟის ფაქტს აპროტესტებდნენ და კომპენსაციებს ითხოვდნენ.
აღნიშნულზე კომენტარი ფოთის პროკურორმაც გააკეთა. მისი განცხადებით, ფოთის მერს მათი ავტოფარეხი არ დაუნგრევია, დემონტაჟის გადაწყვეტილება მან დამოუკიდებლად მიიღო.
ფოთში დაახლოებით 3000-მდე ავტოფარეხია დანგრეული, მათგან 200-მდე მესაკუთრეს ფარეხზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი სრული დოკუმენტაცია აქვს.