2012 წელს ევროკავშირის ქვეყნების მშპ 0,3 %-ით შემცირდა. 17 ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნამ 2012 წელს 0,5 %-ი შეადგინა.
„2012 წელს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს მშპ-ი 0,3 %-ით შემცირდა, ხოლო ევროზონაში კი 0,5 %-ით"- განმარტავენ „ევროსტატში".
ქვეყნებს, რომელთაც ეკონომიკური რეცესია ყველაზე მეტად შეეხოთ, „ევროსტატი" პორტუგალიას, კვიპროსს, იტალიასა და ესპანეთს ასახელებს.
მშპ-ს შედარებით უკეთესი მაჩვენებლები აჩვენა ლატვიამ, ლიტვამ და ესტონეთმა.