დღეს, 14 თებერვალს, თელავში, შემოსავლების სამსახურის უფროსი ლაშა ხუციშვილი, ასევე დეპარტამენტების ხელმძვანელები კახეთის მხარეში მოღვაწე, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეთათვის შესაბამისი საკანონმდებლო სიახლეების, ასევე მომსახურების სერვისების შესახებ,პრეზენტაციები გამართეს. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელებმა ამომწურავი პასუხები გასცეს, მეწარმეების მიერ დასმულ შეკითხვებს. ამასთან, ბიზნესის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე საკუთარი ხედვაწარმოადგინეს, როგორც საგადასახადო კანონმდებლობასთან მიმართებაში, ასევე, ისაუბრეს საგადასახადო ორგანოებთან ურთიერთობის ფორმებზე, მათთვის საინტერესო მომსახურების სერვისებზე.
შეხვედრა სასტუმრო-კომპლექს ,,ძველ თელვში" გაიმართა.