"კოჰაბიტაცია თუ არ შედგა საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებას, არამედ ყველა სხვა პერსპექტივას, რომელიც საქართველოს გააჩნია", - განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან"' საუბარში ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში ელენე ხოშტარიამ ,,ევროპის სახალხო პარტიის' მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ მათ განცხადებაში ახალი არაფერია, რადგან საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარი ფაქტი ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველამ დაგმო.
,,არაფერი ახალი ,,ევროპის სახალხო პარტიის"' შეფასებებში არ არის, რადგან საჯარო ბიბლიოთეკასთან მომხდარ მოვლენასთან დაკავშირებით ერთნაირი შეფასება იყო ქვეყნის შიგნით და ქვეყნის საზღვრებს გარეთ", _განაცხადა ხოშტარიამ და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოლაპარაკების პროცესში რაიმე შეფერხებას არ უნდა ველოდოთ.
,,არ ველოდები, რომ ამ მომენტში საფრთხის წინაშე ვდგავართ ამ მიმართულებით. თუ რვა თებერვალს მომხდარ ფაქტს ორივე მხრიდან, როგორც ოპოზიციიდან ისევე უმრავლესობისგან მოჰყვება გააზრება და მზაობა თანამშრომლობისთვის, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოლაპარაკების პროცესში არ შეფერხდება, მაგრამ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში კოჰაბიტაცია თუ არ შედგა საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებას, არამედ ყველა სხვა პერსპექტივას, რომელიც საქართველოს გააჩნია", -განაცხადსა ,,ჯი-ეიჩ-ენთან"' საუბარში ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის სახალხოხო პარტიის პრეზიდენტმა ვილფრედ მარტენსმა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარემ, ვიცეპ-რეზიდენტმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ საქართველოში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი პარლამენტარების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ 8 თებერვალს მომხდარი ყოვლად გაუმართლებელი ძალადობა შოკის¬მომგვრელია ევროპის საზოგადოებრივი აზრის, ევროკავშირის ლიდერებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების¬თვის. მათ აღნიშნეს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით მიდის. მთავრობის არადემოკრატიული ქმედებების გამოკიევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლებელი ხდება.